ბექა კობახიძე: ახლა ირანში ის მომენტუმია, რაც ჩრდ. კორეაში იყო 1994 წელს. რეჟიმი 1979 წლის შემდეგ ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა. ამ მომენტუმის ხელიდან გაშვებას ისტორია არავის აპატიებს

ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე: ამასწინათ დავწერე, ჩრდ. კორეის რეჟიმის მოშორების საუკეთესო და ფაქტობრივად ერთადერთი შანსი იყო 1994 წელს. ყველა პირობა და გარემოება იყო შექმნილი ამისთვის, მაგრამ მაშინ “იზარმაცეს”. იფიქრეს, რომ ასე დასუსტებული ჩრდ. კორეა კონტროლირებადი საფრთხე იყო. აქედან წამოდგა ჩრდ. კორეა, მის მოსახმარებლად წამოდგა რუსეთიც, დიდ ძალად ჩამოყალიბდა ჩინეთი, ჩრდ. კორეამ შექმნა ბირთვული იარაღი და […]