ვენესუელის მთავრობა: 400-ზე მეტი პატიმარი გავათავისუფლეთ

ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარემ, ხორხე როდრიგესმა სამშაბათს განაცხადა, რომ ციხეებიდან 400-ზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა. როიტერის ცნობით, ეს ნაბიჯი მთავრობის მიერ გასულ კვირას დაანონსებული პროცესის ნაწილია, რომელიც „მშვიდობისკენ გადადგმულ ჟესტად“ შეფასდა. ხორხე როდრიგესის თქმით, გათავისუფლების პროცესი მიზნად ისახავს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას. მმართველი ძალა აცხადებს, რომ ქვეყანაში „პოლიტიკური პატიმრები“ არ არსებობენ და გათავისუფლებულ პირებს ბრალი ლეგიტიმური დანაშაულებისთვის ჰქონდათ წარდგენილი. […] The post ვენესუელის მთავრობა: 400-ზე მეტი პატიმარი გავათავისუფლეთ appeared first on Netgazeti .