ვენესუელაში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყეს – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემა ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარეზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 400-ზე მეტი მსჯავრდებული უკვე გაათავისუფლეს. მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილების მიზანი “მშვიდობიანი თანაცხოვრების” გაგრძელებაა. „მიღებულია გადაწყვეტილება ზოგიერთი პატიმრის გათავისუფლების შესახებ, არა პოლიტიკური პატიმრების, არამედ ზოგიერთი პოლიტიკოსის, ვინც კანონი და კონსტიტუცია დაარღვია, ადამიანების, რომლებიც ქვეყანაში შემოჭრის მოწოდებას აკეთებდნენ“, – აღნიშნა როდრიგესმა. ადგილობრივი […]