რაც დრო გადის, მეტად ვრწმუნდებით, რომ მარსის ადრინდელი გარემო ამჟამინდელისგან განსხვავდებოდა — მის ზედაპირზე თხევადი წყალი არსებობდა. ახალი კვლევა ამას კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რადგან მეცნიერებმა მიაგნეს დასტურს, რომ დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ წითელი პლანეტის ჩრდილოეთ ნაწილს ოკეანე ფარავდა. მეცნიერებმა მარსის მარინერის ხეობა შეისწავლეს, რომელიც მთელს მზის სისტემაში კანიონების უდიდესი სისტემაა. ...