თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალი მოკლეს. ინტერპრესსნიუსის ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, ფსიქიკური აშლილობის მქონე მეზობელმა მოკლა. შსს-მ NEWS.On.ge-ს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილს დედაქალაქის მაშტაბით პოლიცია ეძებს. შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ...