ოპოზიცია ირაკლი კობახიძის განცხადებებს საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით სიცრუედ და პროპაგანდად აფასებს. “ოცნების” ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მაშინ, როცა “ოცნების” პრემიერი საერთაშორისო ტრიბუნებზე ქვეყნის ევროინტეგრაციაზე საუბრობს, რეალურად საქართველოში ანტიკონსტიტუციური და ანტიევროპული პოლიტიკა ტარდება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. თუ ჩავუღრმავდებით რა თქვა კობახიძემ, არის სრული ტყუილი. ნებისმიერი რეფორმა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გაატარა, არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური […]