ირანში ფერეიდნელი ქართველების სავარაუდო მკვლელობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ეხმაურება. განცხადებას სალომე ზურაბიშვილი X-ზე ავრცელებს. “მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა სამძიმარი ირანში მცხოვრები ქართველი ეთნიკური თემის მიმართ – ისპაჰანში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისას დაღუპულთა გამო”- დაწერა ზურაბიშვილმა. “ირანის ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული” – ინფორმაციას ორგანიზაცია ფერეიდნიდან საქართველომდე ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, “ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკლულია დაახლოებით […]