აღმოსავლეთ ევროპის კვლევების გერმანული ასოციაცია ღია წერილს აქვეყნებს, რომლითაც სოლიდარობას უცხადებს ქართველ კოლეგებს აკადემიურ სივრცეში და მიმართავს გერმანიის მთავრობას, აუხსნან „ქართულ ოცნებას“, რას მოიტანს საქართველოსთვის აკადემიური და საგანმანათლებლო თვითიზოლაცია. წერილით გერმანული ასოციაცია უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. „2025 წლის ოქტომბერში, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა გეგმა, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემის რადიკალურ რეფორმას ითვალისწინებს. მიზნად […]