ირაკლი კობახიძე – დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით ულოცავს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს

მორიგი უხეში ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში და რადიკალიზმის მხარდაჭერა – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დროშის დღის მისალოცად ევროკავშირის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეორგოლი, სადაც აქციის კადრებია გამოყენებული. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით ულოცავს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს“. „ეს კიდევ ერთი მორიგი უხეში ჩარევაა ჩვენს […]