მიხეილ ყაველაშვილის თქმით, დონალდ და მელანია ტრამპებმა, მას და მის მეუღლეს შობა-ახალი წელი მიულოცეს. ადმინისტრაცია მისალოცი ბარათის ფოტოს ავრცელებს. მის აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილსა და ქალბატონ თამარ ბაგრატიონს, ვულოცავთ შობა-ახალ წელს. დონალდ და მელანია ტრამპები,” – წერია მიხეილ ყაველაშვილის სახელზე გამოგზავნილ მისალოც ბარათში.