ირინა სარიშვილი: ვინც ვერც ამით ხვდებით რა ხდება ჩვენ თავს, ვისაც ირანში სახრჩობელებზე ჩამოკიდებული თოკები ყელში არ გიჭერთ…

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი: ირანელი ხალხის მხარდამჭერ აქციაზე თბილისში ტრადიციული ველური ფორმით ქალი დაიჭირეს – ნუცა მახარაძე. ვინც ვერც ამით ხვდებით რა ხდება ჩვენ თავს, ვისაც ირანში სახრჩობელებზე ჩამოკიდებული თოკები ყელში არ გიჭერთ, ვინც ჩუმად ხართ ან კალანდობის სელფებს პოსტავთ – არ ვიცი თქვენთან ერთად ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელო…