ზურაბ გურული:

საკალანდო ფიქრები …. ———————- მთელი მსოფლიოს ყურადღება ირანისაკენ არის ამჟამად მიპყრობილი. რას გადაწყვეტს ამერიკის პრეზიდენტი? წინასწარმეტყველება ძნელია. ძნელია იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი ამერიკის სადაზვერვო სამსახურების მონაცემებზე და შეიარაღებული ძალების მზაობაზეა დამოკიდებული. ამერიკულ სპეც-სამსახურებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ისრაელის დაზვერვაც. ნეთანიაჰუს შეიარაღებული ძალები ეჭვგარეშე მიიღებენ მნიშვნელოვან მონაწილეობას ამერიკულ დამრტყმელ ოპერაციაში, თუ და როცა ასეთი ოპერაცია განხორციელდება. […]