Reuters – დიდმა ბრიტანეთმა თეირანში საელჩო დროებით დახურა

დიდმა ბრიტანეთმა თეირანში საელჩო დროებით დახურა,- ამის შესახებ Reuters-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემა იუწყება, საელჩო მუშაობას დისტანციურად განაგრძობს. აღნიშნულია ისიც, რომ ბრიტანეთის ოფიციალური პირის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩი და საკონსულოს ყველა თანამშრომელი ევაკუირებული იქნა უსაფრთხოების შეფასების საფუძველზე.