თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი აიჰან ჰასანლი წერს. მისი ცნობით, სასამართლომ განმარტა, რომ "პარლამენტის წევრის მოვალეობის შესრულება მოიცავს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობასა და პოლიტიკურ საკითხებზე საჯარო განცხადებებს, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია." "საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრი არ ექვემდებარება სამართლებრივ ...