Amnesty International და Human Rights Watch აქვეყნებენ ანგარიშს, რომელიც აღწერს იმ სისასტიკეს, რისი გადატანაც ირანელ მომიტინგეებს ბოლო კვირების განმავლობაში მოუხდათ. ანგარიში ასახავს 8 იანვრამდე პერიოდს. ანგარიშში ბევრ ნიუანსზეა საუბარი, მათ შორის ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო მაღალჩინოსნებმა მომიტინგეებს “აჯანყებულები” უწოდეს და “სასტიკი დარბევის” პირობა დადეს. “2026 წლის 3 იანვარს, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე, 11 მომიტინგე მოკლეს, უზენაესმა ლიდერმა, ალი […]