„ჩვენი მოქალაქეები გვჭირდება საქართველოში“ – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან 75 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებასთან დასმულ კითხვას. “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „90-იანი წლების პერიოდში განსაკუთრებით დიდი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი გაედინა საქართველოდან, რომელიც დღეს აშენებს და ავითარებს სხვა ქვეყნების კეთილდღეობას და საზოგადოებას“. მისივე თქმით, აღნიშული გადაწყვეტილება, თუ რა საიმიგრაციო პოლიტიკა […]