თავდაცვის ხელშეკრულება „ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ“

„ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ“ იაპონიამ და ფილიპინებმა რამდენიმე ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელთა შორისაც გათვალისწინებულია თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება. კერძოდ, მხარეები თანხმდებიან, შეიარაღების, საწვავისა და პირველადი საჭიროების ნივთების დაუყოვნებლივ მიწოდებასა და თავდაცვის ძალების ერთობლივ სწავლებაზე. „უფრო მეტად რთული გლობალური ვითარების პირობებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრებისგან მოსალოდნელია, რომ ისინი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერასა […]