ირაკლი კობახიძე: დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ფრანგულ კომპანია Groupe ADP-სთან ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შესახებ

დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ფრანგულ კომპანია Groupe ADP-სთან ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც უზრუნველყოფს მგზავრთნაკადის გაზრდას, სერვისების უწყვეტ გაუმჯობესებას, მგზავრებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას, სწრაფ და […]