ბოლო პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა ფიასკო განიცადეს – ნაწილი ციხეში წავიდა, ნაწილი ბოიკოტში, ნაწილი არჩევნებზე, ნაწილი რევოლუციაზე და სულ ყველამ წააგო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა. დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული შედეგები პარტიათა დაქსაქსულობამ მოიტანა. პოლიტიკური პარტიების ფიასკოს მიუხედავად, პროტესტი გრძელდება. „4 ოქტომბრის მაგალითზე რომ ვთქვათ, ისედაც ფრაგმენტირებული და დაშლილი ოპოზიცია კიდევ უფრო ფრაგმენტირებული […]