ვენესუელას ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს განცხადებით, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადასცა. „მე შეერთებული შტატების პრეზიდენტს ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადავეცი“, – განაცხადა მან ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც მათი პირველი პირისპირ შეხვედრა იყო. მისი თქმით, საჩუქარი „ტირანიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ მის ქვეყანასა და აშშ-ს შორის „ძმობის ნიშანია“. მედიის ინფორმაციით, თეთრი […]