მახინჯაურისა და განთიადის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს 16 იანვრის საღამომდე წყალმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბათუმის წყალი“ აქვეყნებს. „ცაბაძის ქუჩაზე ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო, წყალმომარაგება შეეზღუდათ მახინჯაურისა და განთიადის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. წყალმომარაგება 18:00 საათისთვის აღდგება,“- ნათქვამია „ბათუმის წყლის“ განცხადებაში. The post მახინჯაურისა და განთიადის დასახლებას ავარიული დაზიანების გამო წყალი შეუწყდა appeared first on Batumelebi .