ირაკლი შაიშმელაშვილი: ღარიბაშვილს ციხიდანაც შეუძლია კობახიძე ააყირაოს (ვიდეო)

ღარიბაშვილს გავლენის დიდი სფეროები ჰქონდა და მე მგონია, დღესაც, ციხიდანაც შეუძლია თავისი გავლენის ამოქმედების შემთხვევაში კობახიძე ააყირაოს, – ამის შესახებ გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა. მისი თქმით, ღარიბაშვილი ამას იმიტომ არ გააკეთებს, რომ ივანიშვილს დაუმტკიცოს თავისი ერთგულება, სიცოცხლის ბოლომდე.