ისტორიაში პირველად ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა. ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს. საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტულ ცეკვებში საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა – ევროპის ჩემპიონები გახდნენ. „წყვილმა მოკლე პროგრამაში 75,96 ქულა დააგროვა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, თავისუფალ პროგრამაში კი 139,80 ქულა დაიმსახურა […]