პუტინის კომპლექსები: “კაბლუკებზე” “შემხტარი” კრემლის ბინადარი, დაბულინგებული მერკელი და მთავარი კითხვა: უწოდა თუ არა სააკაშვილმა პუტინს “ლილიპუტინი”?!

დღეს დავასრულოთ ვლადიმერ პუტინის მრავალფეროვანი „ოინებისა“ და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისთვის დაგებული „ხაფანგების“ შესახებ თხრობა. თითქმის სამი ათეული წლის ერთპიროვნული მმართველობის შემდეგ გარკვეული დასკვნები უკვე შეიძლება გამოვიტანოთ. პუტინი არ ყოფილა კა-გე-ბეს ან ეფ-ეს-ბეს გამორჩეული ოპერატიული თანამშრომელი, არც რაღაც განსაკუთრებული პიროვნული ნიჭიერება ახასიათებს, მაგრამ საჭირო თანაფარდობოთ, კომპლექსურად ფლობს მინიმალურად აუცილებელ ცოდნას. რაც მთავარია, კარგად იცის რუს “მუჟიკზე” […]