ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გასამართლებამ და გამამტყუნებელმა განაჩენმა დაარღვია მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე და წარმოადგენდა სამართლებრივი პროცესის ბოროტად გამოყენებას, — ნათქვამია “კლუნების ფონდის სამართლიანობისთვის” მიერ დღეს გამოქვეყნებულ TrialWatch-ის ახალ ანგარიშში. ფონდის პრესრელიზის თანახმად, ამაღლობელი, რომელიც ერთი წლის წინ დააკავეს, დამოუკიდებელი ქართული მედიასაშუალებების — „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და ევროპარლამენტის სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატია აზრის თავისუფლებისთვის. […] The post კლუნების ფონდის ანგარიში მზია ამაღლობელის საქმეზე მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენებას ამხელს appeared first on Netgazeti .