საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და სტუმარ მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩა №10-ში, Artifact Apart Hotel გაიხსნა. Artifact Apart Hotel თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს და 15 ინდივიდუალურ საცხოვრებელ აპარტამენტს აერთიანებს. აპარტამენტები სრულად არის აღჭურვილი საჭირო თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა ეზოს და კაფეს Maluli by Chocoart, […]