საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პარსელი ერთმანეთს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, 15 იანვარს გამართული შეხვედრისას ამერიკულმა მხარემ მინისტრის მოადგილეს სახდეპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც კონკრეტული კატეგორიის ვიზების წარმოების დროებით შეჩერების საკითხს ეხება. საგარეო ...