საქართველოში საავტომობილო ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა. კომპანია გეზ მოტორსმა წლის ბოლოს რიგით მეორე საავტომობილო ბრენდი — SOUEAST წარადგინა, რომელიც იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც ავტომობილი ყოველდღიური გადაადგილების სანდო, კომფორტული და ფუნქციური საშუალებაა. SOUEAST-ის ავტომობილები წარმოდგენილია გეზ მოტორსის მულტიბრენდულ შოურუმში — კახეთის გზატკეცილის #15-ში. ადგილზე მომხმარებლებს შეუძლიათ, გაეცნონ SOUEAST-ის სრულ ასორტიმენტს და ისარგებლონ ...