საქართველოში საავტომობილო ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა. კომპანია „გეზ მოტორსმა“ წლის ბოლოს რიგით მეორე საავტომობილო ბრენდი – SOUEAST წარადგინა. აღნიშნული ბრენდი იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც ავტომობილი ყოველდღიური გადაადგილების სანდო, კომფორტულ და ფუნქციურ საშუალებას წარმოადგენს. SOUEAST-ის ავტომობილები წარმოდგენილია გეზ მოტორსის მულტიბრენდულ შოურუმში, რომელიც კახეთის გზატკეცილის #15-ში მდებარეობს. ადგილზე მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ SOUEAST-ის სრულ ასორტიმენტს და ისარგებლონ […]