პორტუგალია მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

პორტუგალია ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ბოლო 40 წლის განმავლობაში შედარებით უინტერესო და მარტივად პროგნოზირებადი კენჭისყრის პროცესის მიუხედავად, ამჯერად რთული გამოსაცნობია, ვინ დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას მომდევნო ხუთი წლის ვადით. იმის მიუხედავად, რომ, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ინსტიტუტს მნიშვნელოვნად შეუკვეცეს უფლებამოსილებები და ის უმეტესწილად ფორმალური ხასიათის გახდა, სახელმწიფოს წინაშე მდგარი გამოწვევების დროს სწორედ […]