“აჭარაში 3 მილიონი ლარის ღირებულების 6 კილო მეთადონი ამოვიღეთ” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო. შსს-ს თანახმად, ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს აღწევს. „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2 მოქალაქე –  1993 წელს დაბადებული ა.პ. და 1992 წელს დაბადებული გ.რ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, […] The post “აჭარაში 3 მილიონი ლარის ღირებულების 6 კილო მეთადონი ამოვიღეთ” – შსს appeared first on Batumelebi .