ვაკეში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე პოლიციამ 4 პირი დააკავა

ვაკეში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულებმა 29 წლის მამაკაცზე ფიზიკურად იძალადეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით 4 პირი – 1998 წელს დაბადებული თ.ტ., 2000 წელს დაბადებული გ.ტ., 2005 წელს დაბადებული ვ.ს. და 1997 […]