ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, 2025 წელს საქართველოში შემოსული ტურისტების ტოპ ათეულიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გაქრობა “ქართული ოცნების” გუნდის პოლიტიკის შედეგია. 2025 წლის საქართველოს ტურიზმის TOP-10-ში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ მოხვდა. “ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, დასავლელი ტურისტები საერთაშორისო მოხსენებებს ითვალისწინებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო უსაფრთხო ქვეყანა აღარ არის. ქვეყანა უსაფრთხო აღარ არის, ამ ქვეყანაში […]