საფრანგეთის პარლამენტში მომზადდა რეზოლუცია ქვეყნის ნატოდან გასვლის შესახებ აშშ-ის პოლიტიკასთან უთანხმოების გამო. ამ საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ დეპუტატი კლემანს გეტე. როგორც გეტემ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, საფრანგეთში ნატოდან გასვლის საკითხი დიდი ხანია, განიხილება, თუმცა ახლა, როდესაც შეერთებული შტატები „ღიად იმპერიულ პოლიტიკას“ ატარებს, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. კერძოდ, გეტემ ახსენა „ვენესუელის პრეზიდენტის უკანონო გატაცება“, გრენლანდიის ანექსიის მუქარა, […] Source