ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 3000-ს აჭარბებს, – ინფორმაციას Reuters-ი უფლებადამცველ ორგანიზაცია HRANA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 3 090 ადამიანი დაიღუპა. ორგანიზაციას გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის 2 885 დემონსტრანტია. ამასთან, Reuters-ი წერს, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში თეირანში […]