დანიაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დანიაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კოპენჰაგენში დემონსტრანტები მსვლელობას მართავენ და გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმებს აპროტესტებენ. დემონსტრაცია სახელწოდებით „ხელები შორს გრენლანდიისგან“ დანიის დედაქალაქის მერიის წინ მიმდინარეობს. დღის ბოლომდე საპროტესტო აქციები დანიის სხვა ქალაქებსა და გრენლანდიაზეც გაიმართება.