სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელ შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, კახეთის სასტუმროებისთვის 2025 წლის შედეგები, დიდწილად, ნეგატიურია. როგორც სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, რეგიონში სასტუმროების დროებით დახურვის პროცესი დაიწყო, ვინაიდან გაზრდილ ხარჯებს სასტუმროების დატვირთულობა ვერ ემსახურება. შალვა ალავერდაშვილმა „წერტილში“ კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა. მაგალითად, აპრილამდე დაიხურა თელავში ერთადერთი ბრენდული სასტუმრო “Holiday Inn თელავი” […]