საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარიზში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტს, დელფინ ერნოტს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ,,საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა”. ,,პარიზში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტთან, დელფინ ერნოტთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა – საზმაუს ხელმძღვანელობის ბოლო გადაწყვეტილებები: გადაცემების დახურვა, თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დევნა და გათავისუფლება, ანტიევროპული ნარატივი, რაც EBU-ს სტატუსით […]