ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულ 16 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფების 16 წევრს, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებულთა შორის არასრუწლოვნები არიან, სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა. შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია. შსს-ს ცნობით, ისინი განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა […]