„ტაშირ ჯგუფის“ დამფუძნებელი, რუსეთთან კავშირების მქონე მილიარდერი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, – რომელიც საახალწლოდ „წინასწარი პატიმრობიდან“ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა შეუფარდეს, – ციხეში დააბრუნეს. ეს ინფორმაცია 16 იანვარს, გვიან საღამოს დაუდასტურა რადიო თავისუფლებას ბიზნესმენის ერთ-ერთმა ადვოკატმა რუბენ ჰაკობიანმა. შინაპატიმრობიდან ნიკოლ ფაშინიანის მეტოქის ციხეში გადაყვანას წინ უძღოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება 16 იანვარსვე. […]