დაკავებულ აქტივიტს, ნინო ბარძიმიშვილს, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის სისხლჩაქცევები ხელებზე. ამის შესახებ მისი ადვოკატი საუბრობს, რაც მისი განმარტებით, ბორკილების გამოყენების შედეგია. იურისტის თქმით, დაკავება თბილისში, ტროტუარზე დგომის გამო განხორციელდა. ადვოკატი ამბობს, რომ ნინო ბარძიმიშვილი საკუთარ დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს და პატიმრობას უკვე მესამე დღეა შიმშილობით აპროტესტებს. პარასკევს ნინო საკუთარი სახლიდან გამოდიოდა, მიდიოდა ცოცვაზე, უნდა შეხვედროდა მეგობარს. […]