გერმანიის ვიცე-კანცლერი დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე – არ დავშანტაჟდებით და ევროპული პასუხი იქნება

გერმანიის ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-კანცლერის ლარს კლინგბეილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპელ პარტნიორებს ტარიფებით ვერ დააშანტაჟებს. მისი თქმით, გერმანია ყოველთვის გაუწვდის ხელს აშშ-ს საერთო გადაწყვეტილებების მოსაძებნად, მაგრამ ბერლინი ამ საკითხში ვაშინგტონს ვერ დაეთანხმება. „ამიტომ ძალიან მკაფიო სიგნალია: არ დავშანტაჟდებით და ევროპული პასუხი იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების […]