თბილისში ავტომობილი დაიწვა – არის მსხვერპლი

თბილისში, გლდანთან, ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. როგორც ირკვევა, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. Source