თბილისში ავტომობილი დაიწვა – არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი პირი

გლდანთან, ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.