საქართველო „გენოციდი დაბადების ადგილის მიხედვით” – რუსეთის დუმაში საქართველოს ხელისუფლებას ბრალდება წაუყენეს

რამდენიმე კვირაა რუსეთის მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას ქართველი მესაზღვრეები საქართველოში არ უშვებენ. ამის შესახებ რუსული მედია ღიად წერს და ვარაუდობს, რომ ეს, სხვა გარემოებებთან ერთად, შესაძლოა, ბოლო დროს „დამთბარი” საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მკვეთრად გაუარესების საფუძველი გახდეს. საუბარია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებზე, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს და რუსული პასპორტებით ცდილობენ საქართველოში შემოსვლას. რუსეთის სახელმწიფო დუმაში ამას უკვე უწოდეს […]