Reuters-ის ინფორმაციით, ჩილეში ტყის ხანძრებს, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, ევაკუირებულია 20 000-ზე მეტი მოქალაქე. ამავე ინფორმაციით, სამხრეთით მდებარე ორ რეგიონში გამოცხადებულია კატასტროფის მდგომარეობა. ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის, მეხანძრეები 24 აქტიურ ხანძარს ებრძვიან, რომელთაგან ყველაზე დიდი _ნუბლესა და ბიო ბიოს რეგიონებშია, სადაც მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. Source