ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის წინ, სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

აშშ-ში, ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის წინ, დღეს, 18 იანვარს,  ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. “სახელმწიფო დეპარტამენტის წინ შევიკრიბეთ საქართველოს წარმომადგენლები, ქართველები, ვაპროტესტებთ რეჟიმს და მოვითხოვთ სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებას. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება და სოლიდარობა სინდისის ყველა პატიმრის მიმართ”, – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წინ გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნათია სირაბიძემ. The post ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის წინ, სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა appeared first on Batumelebi .