ნატო-ს წევრი რვა ქვეყანა: ტარიფების მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს

ნატო-ს წევრი რვა ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ტარიფების მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის საფრთხეს ქმნის”. წერილში ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ისინი „სრულ სოლიდარობას უცხადებენ დანიის სამეფოს და გრენლანდიელ ხალხს“. „ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებსაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს“, – აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების ავტორები […]