BTU-ს რექტორი ნინო ენუქიძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორი ნინო ენუქიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისთვის დიდი პატივია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის მონაწილე იყოს. ენუქიძის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მას შეუქმნა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი რეგიონი, ემუშავა ახალი პარტნიორობების მოძიებაზე და ჩართულიყო მნიშვნელოვან დიალოგებში, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გლობალურ განვითარებაში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების აქტიურ ჩართულობას ემსახურება. […]