ზურა ცეცხლაძე: ძალიან დასუსტებულია, ფაქტობრივად, დაუძლურებულია და გამორიცხული არ არის მისი განადგურებული ჯანმრთელობა ციხის პირობებს ვეღარ გაუძლებს

"ჩემს ძვირფას აუდიტორიას, თანამებრძოლებს და საზოგადოებას უნდა მივაწოდო ერთი ძალიან საგულისხმო ინფორმაცია, სინდისი პატიმარზე და ნამდვილ პოლიტიკურ ტყვეზე, ანასტასია ზინოვკინაზე.ანასტასია ვინახულე პენიტენციურ დაწესებულებაში რამოდენიმე დღის წინ და გაოგნებული დავრჩი მისი მდგომარეობით, მისი ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობით.რამოდენიმე საათი დავრჩი მასთან სასაუბროდ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ დაჯდა, ხერხემალში ტკივილების გამო. ...